თეოდოროს რუსოპულოსის განცხადება

„მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, უკან წაიღოს სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება და ევროპის საბჭოს პრინციპებს მიესადაგოს, რომელსაც პატივს უნდა სცემდეს“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი წერს. „მინდა, შევახსენო პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. პირდაპირი მუქარა, რომელიც დღეს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გააჟღერა, რომ დააპატიმრებენ მას, როდესაც მისი უფლებამოსილება 29 დეკემბერს ამოიწურება, მიუღებელია, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებსა და კანონის უზენაესობას. აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში.