თენგიზ ცერცვაძის მემორიალური კაბინეტი
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის დაწყება, აივ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა და კოვიდ-პანდემიის ეფექტური მართვა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რომელიც საერთაშორისო დონის ქართველი მეცნიერისა და იმუნოლოგის, თენგიზ ცერცვაძის სახელს უკავშირდება. არაერთი მსოფლიო დონის ჯილდოს მფლობელი ინფექციონისტის მემორიალური კაბინეტი მისივე სახელობის ახლად აშენებულ ინფექციურ კლინიკაში გაიხსნა. დღეს ექსკლუზიურად „მოამბისთვის“ გაიღო იმ ოთახის კარი, სადაც თენგიზ ცერცვაძის პირადი ნივთები, სამეცნიერო და საექიმო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და სხვადასხვა დროს მიღებული ჯილდოებია განთავსებული.
კოვიდთან მებრძოლი „სამი მუშკეტერიდან“ ერთ-ერთი მთავარი, თენგიზ ცერცვაძე – ნახეთ თამუნა ნადარეიშვილის რეპორტაჟში.