თენგიზ უთმელიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ „სუხიშვილების“ ლეგენდარულ სოლისტს თენგიზ უთმელიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. მანამდე კი დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართა. კონცერტში მონაწილეობენ ანსამბლები: „სუხიშვილები“, „რუსთავი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელა“.

საღამოზე ქართველი მომღერლები თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე და თემურ წიკლაური წარდგებიან.
ღონისძიება ქ. თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის პალატისა და კომპანია „RMG გოლდის“ მხარდაჭერით გაიმართება.