ტენდერი დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე

მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

ამ ეტაპზე, დაგეგმილია 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები.

ასევე, დაგეგმილია საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების და ავტოსადგომების მოწყობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა.