თემურ შაშიაშვილი ოზურგეთის მცხოვრებლებს შეხვდა

ოზურგეთში შეხვდა ამომრჩევლებს პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

შაშიაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

შაშიაშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ოზურგეთის მცხოვრებლებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.