თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

12:24, 06.03.2025

კლინიკა „ვივამედში“ აცხადებენ, რომ თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც 48-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა, დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, მას ყველა აუცილებელი კვლევა უტარდება და არ არის გამორიცხული მან კლინიკა უახლოეს პერიოდში დატოვოს.

მსგავსი