თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად 37-ე დღეა შიმშილობს

18:14, 22.02.2025

 ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძე 37-ე დღეა შიმშილობს. ის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. მოშიმშილე უარს ამბობს ექიმების დახმარებაზეც. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

თემურ ქათამაძე, 11 იანვარს, აქციაზე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, თუმცა ახლა უკვე მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. ამჟამად ქათამაძე ლტოვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს, საქმეს სასამართლოს პირველი ინსტანცია განიხილავს.

მსგავსი