თემქაზე შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა თემქაზე.
დაწესებულება ექვსი წლიდან 18 წლამდე ასაკის 25 ბავშვს მოემსახურება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური უნარების შეძენაში.
პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსდა.