თემო გოცაძის 85 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა
ქართული მონუმენტური მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის შემოქმედება საგამოფენო სივრცეში. 10 წლის შემდეგ ეროვნული გალერეა თემო გოცაძის საიუბილეო ექსპოზიციას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სიცოცხლის ბოლო წლებში შესრულებული კომპოზიციები და ნამუშევრები საოჯახო კოლექციიდან. დამთვალიერებელი ძირითადად მითოლოგიურ სიუჟეტებს ნახავს.
საქართველოს სახალხო მხატვრის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არაერთხელ გაიმართა. ათწლიანი პაუზის შემდეგ მასშტაბური ექსპოზიციის მასპინძელი ისევ თბილისია. მხატვრის საიუბილეო გამოფენა ეროვნული გალერეაში ხვალ გაიხსნება და 26 აპრილამდე გაგრძელდება.