თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“-ის ფარგლებში, „სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართა.
სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილი იყო სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ვიქტორინები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის.
ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტივობებში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა.
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.