თელავში სახალხო დღესასწაული ერეკლეობა აღინიშნება

18:40, 07.10.2026

თელავში სახალხო დღესასწაული ერეკლეობა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.

ერეკლე მეფის დაბადებიდან სამას მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო დღე დატვირთულია მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი პროგრამებით. ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოწყობილია თემატური პავილიონები, სადაც წარმოდგენილია მხატვართა ნამუშევრები, კულინარიის, ღვინის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

თელავში ერეკლეობას ჟანა დიდებაშვილი აშუქებს.

მსგავსი