თელავის ჭადრაკის სახლი რეაბილიტაციის მოლოდინში

თელავში მდებარე ჭადრაკის სახლი, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, უკვე წელიწადზე მეტია მიტოვებულია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა დანგრევის საფრთხის წინაშეა. რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტები ნადგურდება. თელავის მერიაში ამბობენ, რომ ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობის პროექტის კორექტირება რამდენჯერმე განხორციელდა და სამუშაოები ამ მიზეზით შეაჩერეს, თუმცა სპეციალისტების მიერ დღემდე ძეგლი შეუსწავლელია და გაურკვეველია ისიც, როდის განახლდება შენობის რეაბილიტაცია.

უფუნქციოდ დარჩენილი ჭადრაკის სახლის შესახებ ნახეთ ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი.