ტეხასში მომხდარი თავდასხმის ინიციატორი 26 წლის ყოფილი სამხედროა

კიდევ ერთი  მასობრივი მკვლელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჯერად  შეიარაღებული პირი ტეხასის შტატის, ქალაქ საზერლენდ სპრინგსში, ბაპტისტურ  ეკლესიაში შეიჭრა. ოფიციალური  უწყებები, ჯერჯერობით, მის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა ამერიკული მედია უკვე საუბრობს მკვლელზე. ის 26 წლის ყოფილი სამხედროა.

თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც . დღეს ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთაგან 8 ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო.

ტეხასში მომხდარი ტრაგედიის გამო, ამერიკელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს  სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმა.