თეატრალური ფესტივალი 10 წლისაა

თეატრალური ფესტივალი 10 წლისაა და საიუბილეო წელს პროგრამაც კიდევ უფრო განსაკუთრებულად იქნება შერჩეული. წარმოდგენებს შორის წელს გამორჩეულია სპექტაკლი მწერალ ნინო ხარატიშვილის რომანის მიხედვით ”მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)”, რომელიც მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ასახავს.

განსაკუთრებული სტუმარი კი წელს ფესტივალზე მიხეილ ბარიშნიკოვი იქნება, რომელიც ბროდცკის ლექსების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ”ბროდსკი ბარიშნიკოვი აჩვენებს. საერთაშორიმა ფესტივალმა, დაარსებიდან დღემდე, 170 ქვეყნიდან კომპანიებსა და თეატრებს უმასპინძლა.

მე-10-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნება საერთაშორისო თეატრალური პროგრამა 14- 30 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი. ქართული სპექტაკლების პროგრამა კი 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.