თეა წულუკიანის შეხვედრა ძალოსნებთან

12:33, 27.04.2021

ძალოსანთა ნაკრებს და ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა კულტურისა და სპორტის მინისტრი. თეა წულუკიანმა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა პირადად მიულოცა. მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა შვიდი ოქროს, ოთხი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა შეძლო. შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

მოამბე

მსგავსი