ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა თეა წულუკიანი. კულტურის მინისტრმა მაკა ცინცაძის გადაცემა „აქტუალურ შაბათში“ ოპოზიციის დღევანდელ შემადგენლობას „განულებული“ უწოდა და თქვა, რომ მათ არც კოორდინაცია აქვთ და აღარც არგუმენტები. წამყვანის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ხელისუფლება ცხელ შემოდგომას, რასაც ოპოზიცია აანონსებს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არავითარი ცხელი შემოდგომა არ იქნება და ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებს დაელოდება.
ამავე გადაცემაში კულტურის მინისტრმა მუზეუმებთან დაკავშირებით თქვა, რომ ინვენტარიზაცია ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და არსებობს ექსპონატები, რომლის ადგილმდებარეობა ამ დროისთვის უცნობია. საკითხით დაინტერესების შემდეგ, წულუკიანის განცხადებით, ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ერთი ჯგუფის მხრიდან იყო გარკვეული ხელის შეშლის ფაქტებიც. კულტურის მინისტრმა ამ ჯგუფს „სექტა“ უწოდა.
აქტუალური შაბათი