თეა წულუკიანის პასუხი არასამთავრობოებს

მესამე სექტორის ნაწილს ისევ ხელისუფლების კრიტიკის მოსმენა უწევს.

იუსტიციის მინისტრი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ამჯერად დანიიდან საუბრობს. საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს თეა წულუკიანმა 7 ნოემბრის აქციის დარბევაში ეკა გიგაურის მონაწილეობა არ გამორიცხა. მინისტრმა ამ ფორმით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის მოადგილეს უპასუხა, რომელმაც იმავე კონფერენციაზე ხელისუფლება გააკრიტიკა.

დღევანდელი განცხადების შემდეგ მმართველი გუნდი და ოპოზიცია საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის შელახვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მწვავეა გიგაურის კოლეგების რეაქციაც.