თეა წულუკიანის განცხადება

თეა წულუკიანის განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყანა ჩაბმული აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში“. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა უკრაინის ლიდერების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მაგალითად, ეს ეხება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, ის საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი, საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს“.