თეა წულუკიანი სომეხ კოლეგას შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრა გამართა. საუბრის თემა იუსტიციის სფეროში საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობა იყო.

მხარეებმა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც წელს ერევანში ჩატარდება. წულუკიანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სამართლებრივ სფეროში გაცილებით ინტენსიური გახდა.

ქართველი მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა თვალსაჩინოა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში.