თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერს შეხვდა

თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერ-მინისტრს  შეხვდა.

ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანი სერბეთში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობაა.

საზოგადოებრივი ცენტრის ექსპორტი სერბეთში საქართველოდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად განხორციელდა.