კულუტრის მინისტრი ლევან საგინაშვილს შეხვდა და მკლავჭიდის პრესტიჟული ტურნირის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვება მიულოცა. ისაუბრეს მკლავჭიდის პოპულარიზაციისა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სპორტის სამინისტრო ლევან საგინაშვილთან ერთად დაიწყებს ვიზიტებს საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და მთიანი რეგიონების სპორტულ კლუბებში და მათ სამინისტროს მიერ შეძენილ სპორტულ ინვენტარს გადასცემს.