თეა წულუკიანი ბრანკო რუჟიჩს შეხვდა

15:25, 20.11.2017

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სერბეთის საჯარო ადმინისტრირების და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრ ბრანკო რუჟიჩს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სერბ მინისტრს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სფეროში მიღწეული წარმატებები და გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და სერბეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს და ის საჯარო მმართველობის რეფორმის, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროებს მოიცავს.

მსგავსი