თბილისური სადარბაზოების რეაბილიტაცია

თბილისის რამდენიმე ისტორიული სადარბაზო პირვანდელ იერსახეს იბრუნებს.

ტაბიძის ქუჩაზე და აღმაშენებლის გამზირზე მე-20 საუკუნის დასაწყისში შესრულებული მოხატულობის აღდგენა დაიწყო. სამუშაოები პროექტ „ახალი თბილისის“ ფარგლებში ტარდება, რომელიც უნიკალური სადარბაზოების რესტავრაციას გულისხმობს. სპეციალისტებს საკმაოდ რთული სამუშაოების შესრულება უწევთ, რადგან საუკუნის წინ მოხატული კედლების დიდი ნაწილი ბათქაშითაა დაფარული.

რესტავრაციის პროცესს ლიზა ციციშვილი დაესწრო.