თბილისში უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციისას უკრაინის შვიდი მოქალაქის დაკავება დაადასტურა. ამის შესახებ უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით, რაც იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სპეცოპერაცია ლიხაურის ქუჩაზე გამთენიისას ჩატარდა.