თბილისში ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო

თბილისში დღეიდან ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. ტაქსით მომსახურების ნებართვის მისაღებად, აუცილებელია, მძღოლმა ელექტრონული განაცხადი შეავსოს ვებ გვერდზე ტაქსი.თბილისი.ჯიზე.  ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა როგორც თბილისის მერიაში, ისე რაიონულ გამგეობაშიც შეუძლიათ.

ნებართვის მისაღებად, მძღოლები 100 ლარს გადაიხდიან, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი – 50 ლარს. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან სრულად თავისუფალია.