თბილისში „სქილვილის“ ახალი კოლეჯი გაიხსნა

15:34, 24.11.2026

თბილისში სქილვილის ახალი კოლეჯი გაიხსნა, ეს დედაქალაქში რიგით მეორე ფილიალია, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიურ პროფესიებზეა ორიენტირებული. მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების, ციფრული მარკეტინგის, მონაცემთა ანალიტიკის, IT პროექტების მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებით.

დღეს სქილვილის ახალ შენობას პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი სტუმრობდნენ.

დღესვე სქილვილისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის „ემ-აი-თი ოუფენ ლერნინგთან“-თან თანამშრომლობის ოფიციალური წარდგენა გაიმართება. ღონისძიება პროფესიული განათლების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნის ხელმისაწვდომობასა და განათლებიდან დასაქმებამდე შესაძლებლობების გაფართოებას დაეთმობა.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, სქილვილსა და საქართველოს ბიზნესასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებასა და სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

თბილისის ორი ფილიალის გარდა, სქილვილს კოლეჯები ქუთაისსა და ბათუმშიც აქვს.

მსგავსი