თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი ტარდება

თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია, ერთიანი სივრცის შექმნით სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგი გაიმართოს.

ფორუმი საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივით და „ფორვორდის“ ორგანიზებით იმართება. შედგება პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები. საუბარი იქნება განათლების სისტემის რეფორმების ისტორიაზე, განათლების სტრატეგიებზე, ახალი სკოლის მოდელზე, სინთეზური აზროვნების აუცილებლობასა და სკოლის მართვის ინოვაციურ სისტემებზე.