თბილისში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრა იმართება

სამმხრივი თანამშრომლობის განვითარება – რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის.

დღეს თბილისში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, შემდეგ კი დახურულ ფორმატში, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაგრძელდა. შეხვედრა სამი ქვეყნის ხედვები და მოსაზრებები განიხილეს, რაც საფუძველს დაუდებს სამმხრივი თანამშრომლობის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ინტერესების გაცვლას, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო პრაქტიკული სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე უკვე არსებულ ფორმატს, არამედ წარმოადგენს სამი მეზობელი ქვეყნის დამატებით ძალისხმევას კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად.