თბილისში პადელის პირველი კორტი გაიხსნა #ტაიმაუტი

20:34, 03.06.2022

თბილისში პადელის პირველი კორტი საქართველოს პადელის ფედერაციის ორგანიზებით გაიხსნა. სპორტის შედარებით ახალი სახეობის მოყვარულები პადელის თამაშს მთაწმინდაზე შეძლებენ.  პადელი მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მექსიკაში შეიქმნა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სპორტის არაერთ სახეობაზე უფრო პოპულარულიც კი გახდა. დღესდღეობით, პადელს ყველაზე აქტიურად ესპანურენოვან ქვეყნებში თამაშობენ. საქართველოს პადელის ფედერაცია კორტების გახსნას სხვადასხვა ლოკაციაზე გეგმავს და არაერთ საინტერესო სიახლეს გვპირდება.

#ტაიმაუტი

მსგავსი