თბილისში ნომრის ამომცნობი ჭკვიანი ვიდეოკამერები ამოქმედდა

9 ივლისიდან,  დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. ჭკვიანი კამერების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განახორციელა.

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდის გამო, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6-წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში.

წლის ბოლომდე გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის რეგიონული მასშტაბით ამოქმედება იგეგმება.