თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზიანდა ელექტროსადენები. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ბრიგადები გაწმენდით სამუშაოებს ატარებდნენ. მომხდარის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.