თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, თუმცა, შუქნიშანი ახალი ანთებული იყო და სავარაუდოდ, მან წითელი ნიშანი ვერ დაინახა.

დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ტრავმები აღენიშნება, თუმცა, მდგომარეობა სტაბილურია.