თბილისში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 10 წლის იუბილე აღნიშნეს

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 10 წლის იუბილე აღნიშნეს თბილისში. ამ წლების განმავლობაში გაერთიანებამ საქართველოში მსხვილი გერმანული ინვესტიციების განხორციელებას შეუწყო ხელი. სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მსოფლიოს არა ერთი ქვეყნის სავაჭრო პალატებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმატიული ვებ. გვერდის საშუალებით, გაერთიანება, საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებას ინფორმაციას აწვდის ჩვენი ქვეყნის ბიზნესშესაძლებლობების შესახებ.

საიუბილეო ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.