თბილისში „ფრანკო ფონტანა“ გაქურდეს

თბილისში საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდეს.

შემთხვევა პეკინის ფილიალში დილის 04:00 საათისთვის მოხდა.

ცნობილია, რომ კამერებმა სამი პირი დააფიქსირეს. მაღაზიაში ამბობენ, რომ ქურდობისას კარი არ გაუტეხავთ.

მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.

საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.