თბილისში „ფეირის“ კუსტარული საამქრო გამოვლინდა

12:11, 05.11.2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში სარეცხი საშუალება „ფეირის“ კუსტარული საამქრო გამოავლინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 9 ათასამდე ბოთლი სარეცხი საშუალება და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა – ბოთლები და ეტიკეტები.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი