თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რვა საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.