თბილისში ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილე ხუთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილე ხუთი პირი დააკავა.  ხუთივე პირის აყვანა დედაქალაქის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა.

გამოძიება მათ „ქურდული სამყაროს“ წევრობას, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობას“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.