"თბილისობასთან" დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვებია

“თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ქუჩებში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდული იქნება. მოძრაობა აიკრძალება ევროპის მოედანზე, ასევე მეტეხის ხიდზე. გადაადგილება შეზღუდული იქნება ასევე აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით.

მანქანები იმოძრავებენ თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით. ასევე, მოძრაობა დაიკეტება რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს რესპუბლიკის მოედნის გავლით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მელიქიშვილი კოსტავას ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართის გავლით სანაპიროს მიმართულებით.

ასევე, სრულად დაიკეტება ბარათაშვილის მარცხენა პანდუსი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მისთვის განკუთვნილ ზოლში.