თბილისობა 2026 – დღეს საპატიო თბილისელები გამოვლინდებიან

12:31, 04.10.2026

დედაქალაქის მთავარი ღონისძიება თბილისობა 2026 გრძელდება. თბილისობისთვის ჩამოსულ სტუმრებს ქალაქი: საკუთარი ტრადიციებითა და თანამედროვე კულტურით ხვდება. ლეღვთახევში და აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო დეკორაციებთან ერთად, პერფორმანსები და თემატური პროექციებია. გუდიაშვილის მოედანზე კი თბილისობის სტუმრებს ღია კინოთეატრი, გასტრონომიული სივრცეები და საღამოს ცოცხალი მუსიკა ელოდებათ. ქალაქის სადღესასწაულო ორი დღე საღამოს 20 საათზე, ტრადიციულად, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდება, რომელსაც პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

მსგავსი