„თბილისობა 2025“
დედაქალაქი „თბილისობას“ ზეიმობს. სახალხო დღესასწაულის პირველი დღე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა. ჯილდო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. დღევანდელი დღე დატვირთული იყო საბავშვო და შემეცნებითი აქტივობებითა და კონცერტებით.
თეონა მაჭარაშვილი განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს.