თბილისობა - 2020

ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართა. საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ცერემონია სატელევიზიო ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, მერიამ დედაქალაქის ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა. დღევანდელ საღამოზე შესრულდა ყანჩელის ცნობილი მელოდიები და ნაჩვენები იყო „სტიქსის“ ექსკლუზიური ჩანაწერი. საპატიო თბილისელის წოდება კი პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ქართველ ექიმს და ასევე მწერალ გურამ დოჩანაშვილს მიენიჭა.