თბილისის თეატრალური ფესტივალი

შემოდგომაზე თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მეათედ უმასპინძლებს.

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა მიხაილ ბარიშნიკოვის სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ გაიხსნება.

მსოფლიო ბალეტის აღიარებული ვარსკვლავი თბილისში საკუთარ გახმაურებულ სპექტაკლს სამჯერ ითამაშებს. საერთაშორისო პროგრამაში კიდევ შვიდი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი 2008 წლის ომის 10 წლისთავს და პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.