თბილისის თანამედროვე ბალეტის ახალი სეზონი

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, განსხვავებულად გახსნის ახალ სეზონს თბილისის თანამედროვე ბალეტი. საბალეტო დასი გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიას ღია ცის ქვეშ წარმოადგენს. დადგმისთვის, რომელიც ქორეოგრაფის ცნობილ მინიატურებს აერთიანებს, ეროვნული მუზეუმის შიდა ეზო შეარჩიეს, სადაც სოციალური დისტანცირების წესი და სხვა რეგულაციები მკაცრად იქნება დაცული.

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი თბილისის თანამედროვე ბალეტის პირველი წარმოდგენა იქნება. 10 სექტემბერს მაყურებელი საბალეტო მინიატურებს ბახისა და შოსტაკოვიჩის მუსიკის თანხლებით იხილავს. დაგეგმილია გია ყანჩელის „ფსალმუნის“ პრემიერაც.

დატოვე კომენტარი