თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გერმანიაში

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებული კულტურული პროგრამის ფარგლებში, თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა გერმანიაში კონცერტი გამართა. ბერლინის ფილარმონიაში გამართულ ღონისძიებაში ორკესტრთან ერთად მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა საოპერო ვარსკვლავებმა მიიღეს. ორკესტრს ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.

დაგეგმილია კიდევ ერთი კონცერტი ქალაქ პოტსდამში.

შეგახსენებთ, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი.

ლიტერატურული პროგრამის პარალელურად, ქართული დელეგაცია გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას წარადგენს.