თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა

21:24, 04.08.2026

სტრატეგიული პროექტი, რომელმაც შუა დერეფნის უწყვეტობა უნდა უზრუნველყოს.

თბილისის შემოვლითი გზის სრული რეაბილიტაცია იწყება. გეგმაშია 49 კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზის მოწყობა. ის წიწამურთან დაიწყება და დედაქალაქის გვერდის ავლით კახეთის ავტობანს დაუკავშირდება. რამდენიმე ლოტად დაყოფილი საგზაო მონაკვეთიდან, ორს საქართველო აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ააშენებს. გაფორმებული სასესხო შეთანხმება 250 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი გამოყოფას ითვალსიწინებს. დანარჩენი ლოტების ასაშენებლად კი ტენდერი გამოცხადდა.

როდის უნდა დასრულდეს პროექტი, რომელიც შუა დერეფნის ნაწილად ითვლება – მაკა არჩევნიშვილი გიამბობთ.

მსგავსი