თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე

21:58, 08.10.2026

10 წლის წინ დაწყებული ტრადიცია გრძელდება – საქართველო სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალეს მასპინძლობს.

პროფესიულ და სტუდენტურ სექციებზე პავილიონებით ცხრა ქვეყანაა წარმოდგენილი. სტუდენტებს გამოცდილებას სცენოგრაფები და დიზაინერები ერთ სივრცეში უზიარებენ და ერთობლივ გამოფენებსაც წარმოადგენენ. ნამუშევრების ნაწილი ციფრულ ფორმატშია.

თბილისის სცენოგრაფიის მეექვსე საერთაშორისო ბიენალეს მთავარი თემაა „თეატრი და მოდა“. გამოფენების გარდა დაგეგმილია სიმპოზიუმი და საგანმანათლებლო პროგრამა მასტერლაბი.

ბიენალე 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი