თბილისის საკრებულოში წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლეს

წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლეს თბილისის საკრებულოში.

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართველ მოკრივეებს და ძალოსნებს საკრებულოს დეპუტატები შეხვდნენ და სპორტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს სპორტის მიმართულებით 2018 წლის პრიორიტეტები გააცნო. გამარჯვებულ სპორტსმენებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ, საქართველოს მოკრივეთა 22 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსნებმა კი კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და პირველობა არავის დაუთმეს.