თბილისის საკრებულოს სხდომა

დედაქალაქის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა.

საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა 62 მილიონი ლარის სესხის აღებას, რომელიც შემდეგ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიფარება.

ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომლის განცხადებითაც ხარჯები არამიზნობრივად ნაწილდება და ამ ვალის აღების საჭიროება არ არსებობდა. უმრავლესობაში კი, განმარტავენ, რომ ეს ფინანსები ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, რათა მათი შესრულება ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერამდე არ შეყოვნდეს.

დღევანდელ სხდომაზე კამათის მიზეზი საათობრივი პარკირებაც გახდა.