თბილისის საკრებულოს სხდომა

18:27, 20.11.2026

დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა პატივი ფონიჭალაში დაღუპულების ხსოვნას მიაგეს. ზურა აბაშიძემ ტრაგიკულად გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დღეს, დედაქალაქის ბიუჯეტის პირველად ვერსიაზეც იმსჯელეს. რომლის მოცულობა 2 მლრდ 239 მლნ 769 ათას ლარს შეადგენს. თბილისის მერიის პრიორიტეტები უცვლელია. ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდება. პროცედურის მიხედვით, საკრებულოში განხილვის შემდეგ, დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით თბილისის მერიას გადაეგზავნა.

მსგავსი