თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.  ეს საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე გავა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის, ცვლილების პროექტი განიხილება. პირველ ეტაპზე, თებერვლიდან, ხელფასები მოემატება მუნიციპალური თეატრების – ახმეტელის, პანტომიმის, სამეფო უბნისა და ,,გლობუსის’’, თბილისის ,,ბიგ-ბენდის’’, თანამედროვე ბალეტისა და მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებს.

მეორე ეტაპზე კი, უკვე სექტემბრიდან, გაზრდილ ანაზღაურებას თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლები მიიღებენ. სახელფასო მატება თავიდან 100 ლარიან ზრდას გულისხმობს.